Digest Logo

„თურქეთში ქალაქი იუსუფელი ჭოროხზე გაშენებული ჰესის გამო ჩაიძირა“- რა ფოტოს ავრცელებს გოგა ჩანადირი

1683018124
ართვინიართვინი

თურქეთში, პროვინცია ართვინში, ისტორიული ქალაქი იუსუფელი წყლით დაიფარა. აღნიშნულის მიზეზი უდიდესი კაშხალი გახდა, რომელიც ერდოღანმა 2022 წელს გახსნა.

👉 ისტორიული იუსუფელი წყლით იფარება, ტაო-კლარჯეთი საფრთხეშია - უმძიმესი ფოტოები თურქეთის პროვინცია ართვინიდან

აღნიშნულ უმძიმეს ფაქტს ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ეს ახლა წყალსაცავია. ერთი თვის წინათ კი აქ ჯერ კიდევ ქალაქი იყო, იუსუფელი, ტაოს სამეფოსდროინდელი, რომელსაც ახალთა ერქვა.

ქალაქი ჭოროხზე გაშენებული ჰესის გამო ჩაიძირა.

ხალხი ზემოთ აასახლეს.

როგორ მატულობდა წყლის დონე, თვალს ყოველდღე ადევნებდნენ. ახლა თითის იშვერენ, აქ ქალაქი იყო და ჩვენ ვცხოვრობდითო“,- წერს გოგა ჩანადირი.

 

წყალსაცავი თაღოვანი კაშხლის სიდიდით თურქეთში პირველია, ხოლო მსოფლიოში მეხუთე, მისი დადგმული სიმძლავრე 558 მეგავატია, წელიწადში დაახლოებით 1.9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს და თურქეთის ეკონომიკას შემოსავლის სახით 5 მილიარდ ლირას მოუტანს.

როგორი იყო ქალაქი ჩაძირვამდე, ნახეთ ფოტოკოლაჟი: