ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქართველ ფეხბურთელებზე, მათ წარმატებასა და ბოლო დროს საზოგადოების ნაწილის მიერ გავრცელებულ ნეგატიურ განცხადებებს აფასებს.
„მთავარი, თვალშისაცემი და სიამაყის მომგვრელი იცით რა იყო ჩვენი ნაკრების თამაშში?
ზნეობრივი ფეხბურთი!
მარტო საფეხბურთო წესების დაცვა კი არა, უზენაესი ადამიანური, ცხოვრებისეული, კაცური და ვაჟკაცური წესების ზნეობრივი დაცვა!
ამიტომაც შეიყვარეს ბავშვებმა! ბავშვს ვერაფერს გამოაპარებ და თავზეც ვერაფერს მოახვევ! მათ დაინახეს ის, რაც მისაბაძი და საამაყოა!
რა საცოდავი და გონებაშეზღუდულია ის, ვინც ცდილობს ამ უფლის ნების სათავისოდ გამოყენებას და გუნდური ზნეობის, ღირსების საკუთარი უღირსობითა და უზნეობით მანიპულირებას!“,- წერს ხათუნა ხოფერია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის მიქაუტაძის დაწინაურება სასიამოვნო სიურპრიზია“ - „ლე პარიზიენი“