Digest Logo

„თვითონ ქალბატონმა ციცინომ მნახა სახეზე რა მქონდა გასაკეთებელი გადავიღე კატე და ეხო...“ - რას ჰყვება მარიამ ტატანაშვილი

1716319214
მარიამ ტატანაშვილი

მარიამ ტატანაშვილი საზოგადოებამ სოციალური ქსელით გაიცნო. იგი ცოტა ხნის წინ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ იმყოფებოდა, სადაც ავარიაზე ისაუბრა, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა.

გადაცემამ პლასტიკურ ქირურგთან ციცინო შურღაიასთან ერთად გადაწყვიტა, რომ მარიამისთვის საჩუქარი გაეკეთებინა. მარიამმა ახლა ხანს გაავრცელა ფოტო ციცინო შურღაიასთან ერთად, სადაც იმ პროცედურებზე ჰყვება, რომელიც პირველ ეტაპზე კლინიკაში გაიარა.

„ეს არის ციცინო შურღაია პლასტიკური ქირურგი ,რომელიც შემპირდა უსასყიდლოდ ყველა ოპერაციის გაკეთებას, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა, ბევრ ადამიანს ეგონა, რომ ციცინომ უბრალოდ ნოეს შოუში გაუკეთა თავის თავს რეკლამა და მე ოპერაციას არ მიკეთებდა. ეს ასე არ არის მანამდეც მედო ვიდეოები, სადაც ვამბობდი, რომ როდესაც კბილებს დავასრულებდი მაშინ მივიდოდი ქალბატონ ციცინოსთან და კბილებიც დავასრულე და დღეს ვიყავი მასთან „კავკასიის მედიცინის ცენტრში“.

თვითონ ქალბატონმა ციცინომ მნახა სახეზე რა მქონდა გასაკეთებელი გადავიღე კატე და ეხო სახეზე ყველა ანალიზები შეკრიბა და მიაქვს რუსეთში (მოსკოვში) რათა კონსილიუმი მოაწყონ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მიიყვანონ ჩემი სახე იმ მდგომარეობამდე რა მდგომარეობაც მქონდა ავარიამდე, რაც არის ჩემი დიდი ოცნება, ძალიან მინდა ისევ ისეთი ვიყავი, როგორიც ადრე და ამაში ქალბატონი ციცინო მიდგას გვერდში ყველაფერს ცდილობს, რომ მე გამახაროს კონსილიუმის შემდეგ გადაწყდება ზუსტად რას და როგორ გავიკეთებ და ოპერაცია გაკეთდება ან საქართველოში ან მოსკოვში ამას თვითონ ქალბატონი ციცინო გადაწყვეტს და რაც შეეხება კონკრეტულად მარცხენა თვალის ოპერაციას ანუ მხედველობის აღდგენას, კავკასიის მედიცინის ცენტრში ეგ არ გამიკეთდება, რადგან მე თვითონ ვთქვი იმ ოფთალმოლოგებთან ოპერაციის გაკეთებაზე უარი ველოდები ჩემს ექიმს მიხაილო გაურას და ადამიანებს მოვუწოდებ ნუ გამოაქვთ უაზრო დასკვნები, როდესაც სიტუაცია არ იციან. მადლობა ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ციცინოს“, - წერს მარიამ ტატანაშვილი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Mariam Tatanashvili (@mariam_tatanashvilii)

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„კოვიდის დამსახურებით ეს დიაგნოზი აღმოვაჩინე... მანამდე ეჭირათ რენტგენის სურათები ექიმებს და ვერ ხვდებოდნენ რა მჭირდა“ - ნინო ბაშარულმა საკუთარ დაავადებაზე ვრცლად ისაუბრა

„ცხოვრებაში თუ სცენაზე რამდენი გვირგვინიც არ უნდა დაგადგან, არასოდეს დაივიწყო ზრუნვა შენს საყვარელ ადამიანებზე“ - ანი გიუნტერი შვილზე

„მან ფაქტობრივად ცოცხლად „შეჭამა” უიტნის ეს სამღერლად ურთულესი ჰიტი“ - ზაზა შენგელია ნუკა კვალიაშვილზე