Digest Logo

„ტყუილად არ ეძებოთ ბავშვის მამა...“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე

1743670462
ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ 2024 წელს საქართველოს სახელით წარდგა და ამერიკული შოუ American Idol-ის მონაწილეც იყო, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.

ნუცა ბუზალაძემ ცოტა ხნის საავტორო ალბომი გამოუშვა, რომელიც რამდენიმე სიმღერისგან შედგება.

მან სოციალურ ქსელში 1 აპრილს ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წამოზრდილი მუცელი უჩანდა და წერდა: 

„ძალიან მიხარია ამ შესანიშნავი ამბის გაზიარება – ველოდები ჩემს პატარა საოცრებას...“

როგორც შემდეგ დაწერა ეს 1 აპრილის ხუმრობა იყო, როგორც ჩანს მის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მან კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა ამ თემასთან დაკავშირებით:

„მეგობრებო 1 აპრილი ხომ გაგიგიათ მოტყუება ადვილიაო? ხოდა ეს იყო მხოლოდ!!! ტყუილად არ ეძებოთ ბავშვის მამა.

არ ვარ ორსულად, უბრალოდ ვიხუმრე და ყველამ დაიჯერა.  ისე კი გავერთე დილიდან“, - წერს ნუცა ბუზალაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ მე ინგლისური არ ვიცი და FREEDOM ვთარგმნე მშვიდობად, იდეაში ეს ასე არ არის...“ - რას ჰყვება მარიამ შენგელია 

🎥 რა ემართება ორგანიზმს რძის გარეშე? - რძის დადებითი და უარყოფითი თვისებები

⭕3 აპრილს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება