
ჯგუფ „მიქსტურას“ ვოკალისტი, მომღერალი მარიამ შენგელია საქართველოს „ევროვიზია 2025-ზე“ წარადგენს.
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელმა უკვე გამოაქვეყნა საკონკურსო ნომერიც, რასაც დიდ სცენაზე ვიხილავთ. სიმღერას, რომელსაც მარიამ შენგელია კონკურსზე წარადგენს FREEDOM ჰქვია.
ამჯერად მარიამი გადაცემაში „დიდი ქვიზი“ იყო სტუმრად, სადაც ბევრ აქტუალურ თემაზე ისაუბრა, ერთ-ერთი კი ბოლო დროის აქტუალური თემა სიმღერის სახელწოდება იყო.
„საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ მე ინგლისური არ ვიცი და FREEDOM ვთარგმნე მშვიდობად, იდეაში ეს ასე არ არის. ვიცი რასაც ნიშნავს, ეს სიტყვა არის თავისუფლება და ჩემი მთავარი მესიჯი რა თქმა უნდა, არის თავისუფლება.
დილის ეთერში ვიყავი, როცა ეს მოხდა და შუადღემდე მჯეროდა, რომ ყველაფერი სწორად მქონდა ნალაპარაკები.
შემდეგ ჩემმა მეგობრებმა დამირეკეს ხომ მშვიდობა გაქვსო, სოციალურ ქსელში რომ შევედი ყველგან ეს თემა იყო და იმდენი ვიცინე საკუთარ თავზე...“, - ამბობს მარიამ შენგელია.
მისი თქმით ეს უარყოფითი რეაქციები რას მის წარდგენას მოჰყვა ევროვიზიაზე დიდი მოტივაციაა.
ცნობისთვის, ევროვიზია 2025 შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია ევროპის წინაშე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალში წარდგება. კონკურსს, ტრადიციულად, პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ორ კვირაში ნაკერებსაც ამოიღებს“ - დანტესი მარიამის რეაბილიტაციის კურსიდან ახალ კადრებს აქვეყნებს
🎥 რა ემართება ორგანიზმს რძის გარეშე? - რძის დადებითი და უარყოფითი თვისებები