Digest Logo

„ტყვია მიზანში მოსახვედრია? მოსახვედრია!...მტრის ტყავი კედელზე გასაკრავია...“ - რას წერს ლალი მოროშკინა?

1740668125
ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გურიაში დიდთოვლობის გამო შექმნილ პრობლემებს ეხმაურება, სადაც საკუთარ სახლზეც საუბრობს:

„2014 წელს გურიაში ჩემს მანქანას მეხი დაეცა, დაზღვევაც ვერ მოვასწარი. (მარიაჟობამ დამღუპა მაშინ)
ახლაც აგერ გურიაში 45 სახლი დაინგრა და ერთი ჩემია.
იმ ანეკდოტის არ იყოს:
კაცი ხიდიდან ვარდება, ებღაუჭება მთელი ძალით ხიდის კიდეს... მიფრინდება ანგელოზი

- გაუშვი ხელიო
-  დავიღუპები, რომ გავუშვა - ეუბნება საბრალო.
- კაცო, მე აქ ანგელოზი ვარ, თუ ვინო? გაუშვი ხელიო!

გაუშვებს კაცი და დაიღუპება.

ანგელოზი აიჩეჩავს ფრთას და წაიბურტყუნებს

- რომ არ გამომდის და ვერც ვეშვებიო - ასეა ჩემი საქმეც...
მაგრამ! ოპტიმიზმს რა ვუყოთ? არ ჯობია ხან მეტალმა, ხან შიფერმა წაიღოს ის ნეგატივი, რაც ჩემს თავს გროვდება?
მე კი განახლებული ძალებით შევუდგები ახალ ცხოვრებას! ცხოვრება მშვენიერია? მშვენიერია! ტყვია მიზანში მოსახვედრია? მოსახვედრია! მტრის ტყავი კედელზე გასაკრავია?
გასაკრავია!აბა რა დროს გოდებაა?“, - წერს ლალი მოროშკინა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ქალი ვნება, სინაზე“ - ნანკა გვარი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

⭕28 თებერვალს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, გიორგი შატბერაშვილის ქუჩის N46-ის მიმდებარედ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

🎥 „შეგიძლია დაიტანჯოს ქალი?!...ვინც მიყვარდა და მიღალატა...“ - რა მოთხოვნებით მიდიან ტაროლოგთან მამაკაცები?