მომღერალ სალომე ბაკურაძისა და რესტორან „ქვევრის“ გარდაცვლილი მფლობელის, ლაშა ბასლანძის საერთო შვილი, სანტი 10 წლის გახდა. დედამ მას სოციალურ ქსელში დაბადების დღე ემოციური სიტყვებით მიულოცა და ოჯახური ფოტოები გამოაქვეყნა:
„მიყვარხარ და გვიყვარხარ სანტიკო, დე🫶🏼 ყველა შენი სიგიჟით, სილაღით, სასწაული ადამიანობით, ხასიათით, გონებით, იუმორით, სითბოთი, სიკეთით და სიხვანცალით❤️
უამრავი გეგმა მაქვს შენთან დაკავშირებით, მაგრამ ეგ არაფერია და არც მთავარი არაა მე რას ვგეგმავ, ან საერთოდ რა გამოვა ამ გეგმიდან, გარდა იმისა, რომ ბედნიერი მინდა იყო, სრულფასოვნად და ხარისხიანად ბედნიერი, ჯანმრთელი და იღბლიანი❤️
❤️მიყვარხარ გულისხეთქვამდე დე ჩემო პატარა ბასლა♥️🚀 უამრავი გულშემატკივარი გყავს და სიკეთით და სიხარულით გეცხოვროს, პირადი ანგელოზებით“, - წერს სალომე ბაკურაძე.
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ იუბილარს დაბადების დღე ოჯახურ გარემოში აღუნიშნეს.
სანტიმ სადღესასწაულო ტორტის სანთლები დასთან, ელენე ბასლანძესთან ერთად ჩააქრო.
შეგახსენებთ, რომ რესტორან „ქვევრის“ მფლობელი, 40 წლის ლაშა ბასლანძე 2025 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა ახლობლები გულის შეტევაზე საუბრობენ.
ლაშა ბასლანძესა და სალომე ბაკურაძეს ერთი საერთო შვილი ჰყავთ, ელენე კი ლაშას უფროსი ქალიშვილია პირველი ქორწინებიდან.
ასევე დაგაინტერესებთ: