Digest Logo

🎥 „უამრავი თავგადასავალი გადაგვხდა...“ - სოსო ნებიერიძე და გიგი ქათამაძე ინდონეზიის ჯუნგლებში მოგზაურობენ

1754060143
სოსო ნებიერიძე

ქართველი ბლოგერი, ვლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე ერთ-ერთი ის მოგზაურია, რომლის ვიდეოები საინტერესო და გასართობთან ერთად, შემეცნებითი ხასიათისაა.

სოსო ნებიერიძეს დღეის მდგომარეობით, მოვლილი აქვს მსოფლიოს 73 ქვეყანა 🌍

მისი საბოლოო მიზანი კი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონახულებაა, მოგზაურს Youtube-ზე 352 ათასი გამომწერი ჰყავს, მის ვიდეოებს კი ნახევარ მილიონამდე ნახვა აქვს ხოლმე. ფრიბუკზე კი ცოტა ხნის წინ 500 ათასი გამომწერიც დააგროვა.

იგი ამჯერად მოგზაურ გიგი ქათამაძესთან ერთად ინდონეზიის ჯუნგლებში მოგზაქურობს.

ქართველმა მოგზაურებმა გველების კუნძული მოინახულეს, სადაც ანაკონდებსა და სხვა ქვეწარმავლებზე ინადირეს. ფოტო და ვიდეომასალა კი საკუთარ სოციალურ ქსელებში განათავსეს.

„სამეფო კობრის ძიება გრძელდება და გზად უამრავი თავგადასავალი გადაგვხდა, რასაც იუთუბის ვიდეოში ნახავთ. ძალიან მცირედი ნაწილია, რასაც იუთუბიზე ნახავთ“, - წერს სოსო ნებიერიძე კადრებზე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕  „უყურადღებობის ფასი შეიძლება მძიმე იყოს... განსაკუთრებით ემიგრანტებმა, უნდა იცოდეს როგორ დაიცვას თავი“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე ახალ ვირუსზე

⭕ „შთამბეჭდავად გამოიყურები...“ - მარიამ სანოგო ზღვის სანაპიროზე პოზირებს

⭕ „გილოცავ ჩემო საყვარელო ცოლო“ - გიორგი გველესიანის მეუღლე იუბილარია