Digest Logo

„უბედური შემთხვევით გარდაიცვალა. არც მის შეყვარებულს მოუკლავს, ის საერთოდ არ იყო ქვეყანაში ამ დროს“ - ახალი დეტალები ქისტაურის შესახებ

1673084120
ლიზა ქისტაური

ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური ბელგიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ბელგიისა და საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა დაადასტურეს.

👉რას წერს ჟურნალისტი ვახო სანაია ლიზა ქისტაურზე?

ქისტაურის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი მოიცვა, უამრავი ადამიანის გამოხატავს მწუხარებას მომხდარის გამო და ამ ამბის შესახებ საკუთარ ემოციებს გადმოსცემენ.

ახლახან სამოქალაქო აქტივისმა კუკური ბარამიძემ იგივე დომენიკ მანგომ ქისტაურის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ახალი დეტალები გამოაქვეყნა.

„ლიზა ქისტაური არ მოუკლავთ, არც არანაირი წამების კვალი არ არის. ის უბედური შემთხვევით გარდაიცვალა. ტელევიზიამ გააშუქა, რომ მრავალი ნაიარევი და წამების კვალი აღენიშნებოდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

მიმაჩნია, რომ ტელევიზიას არ უნდა ეშლებოდეს ასეთი რამე. არც მის შეყვარებულს მოუკლავს, ის საერთოდ არ იყო ქვეყანაში ამ დროს. ამოცნობა იმიტომ ვერ შეძლეს, რომ 10 დღეზე მეტი დრო იყო თბილ ოთახში ცხედარი.

ეს ხალხიც კიდევ გამოდის და ლაზღანდარაობს “იიი მოკლეს”, “იიი აწამეს”, - წერს დომენიკ მანგო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 დათო ლიკლიკაძის საშობაო სიმღერა და საჩუქრად მიღებული ევროები - რა კადრები ვრცელდება სოცქსელში

🔵„მიანგრია და მოანგრია ყველაფერი გარშემო და ომი მოიგო. მოგებული წავიდა ამ ცხოვრებიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან, ძალიან ადრე“ - ვახო სანაია

🔵„ადამიანი, რომელმაც ამდენი სირთულე და სიძულვილი გამოცადა და მაინც ასეთი სასწაული იუმორით, ნიჭით, მგრძნობელობით დარჩა“ - სალომე ასათიანი