ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური ბელგიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ბელგიისა და საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა დაადასტურეს.
👉 ლიზა ქისტაურის საქმის დეტალები - რას აცხადებენ ბელგიის პროკურატურაში?
ქისტაურის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი მოიცვა, უამრავი ადამიანის გამოხატავს მწუხარებას მომხდარის გამო და ამ ამბის შესახებ საკუთარ ემოციებს გადმოსცემენ. მათ შორისაა ჟურნალისტი სალომე ასათიანი.
„ბევრი არ იყო, მაგრამ მისი ყველა კომენტარი მახსოვს, წლების წინ დაწერილ პოსტებზეც. ძალიან მაცინებდა ხოლმე და ამიტომ ყოველთვის მიხაროდა როცა მეხმიანებოდა.
სულ მომწონდა ლიზა - ადამიანი, რომელმაც ამდენი სირთულე და სიძულვილი გამოცადა და მაინც ასეთი სასწაული იუმორით, ნიჭით, მგრძნობელობით დარჩა.
მთელი გულით ვუსამძიმრებ ახლობლებს“, - წერს სალომე ასათიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: