Digest Logo

„უბრად ყოფნა არ გამომდის, კვერცხი ბევრი შევღებე და ბებიას დიდი ხის გობი გავამსე, ყველა სტუმრად მოსულს ვურიგებთ“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

1775814857
ზურა შევარდნაძე

დღეს, 10 აპრილს, წითელი პარასკევია - ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. 

ამ დღის შესახებ ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ბავშვობიდან მოგონებას გვიზიარებს: 

„წითელ პარასკევს ბებია უჩვეულოდ, გვიან ადგებოდა, ვიცოდით ამ დღეს არ ლაპარაკობდა, უბრად იყო.
თმებს არ დაიხვევდა, ფუყედ დაიპწნიდა და მხოლოდ ამ დღეს გვინახავს მისი გაშლილი, შევერცხლილი თმა თალხი, გახუნებული ცახოცის ქვეშ.

მხოლოდ ამ დღეს არ გააკეთებდა სადილს და არც ერთად ვისადილებდით. მარხვას არასდროს ინახავდა, ყველს და პურს, მწნილს, ან რამეს თითონ წავიხემსებდით. ამ დღეს არც სტუმარი მოვიდოდა და არც ჩვენ წავიდოდით სადმე.

რატომღაც ბებია ცალკე, მარტო საქმეს ირჩევდა ან აბალახებულ კვლებს გამოხილავდა ბახჩაში, ან მოჭვებს ბურდანს შეუუცვლიდა ან გოჭიან ღორებს გარეთ გამოყრიდა და საღორეს კიდისკიდემდე დაალაგებდა. არ მეჩვენებოდა ალბათ, სამძიმო, საბინძურო საქმეს გამოიძებნიდა.

საღამოს აუცილებლად გაწვიმდებოდა, კარგად მახსოვს რომ არც წვიმას მოერიდებოდა, თავშალს არ მოისხამდა, დაწყებულ საქმეს არ დატოვებდა, დაამთავრებდა. გვიან, დაბნელებულზე შემოვიდოდა შინ, მოწესრიგდებოდა, დაგვკოცნიდა სათითაოდ და დაგველაპარაკებოდა, გავიხარებდით.

კულიჩის ცომს მესამედ გადაზელდა, ალუმინის ქვაბებში ჩაალაგებდა და გამოსაცხობად შეაწყობდა. კვერცხებს ოზურგეთელ, პალაჩი ჩაჩანთან ნაყიდი, ნახერხიანი საღებავით შეღებავდა.
უბრად ყოფნა არ გამომდის, კვერცხი კი ბევრი შევღებე და ბებიას დიდი ხის გობი გავამსე. ყველა სტუმრად მოსულს ვურიგებთ და ვხარობთ ესმა და მე.
ბედნიერი აღდგომა გაგითენდეთ ქართველებო!!!“, - წერს ზურა შევარდნაძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლოცვა, რომელიც დღეს - წითელ პარასკევს უნდა წაიკითხოთ

⭕როგორ გავიგოთ, რა არის თქვენი ამოცანა/მისია გვარში და როგორ ხდება სულის მატერიალიზაცია კონკრეტულ ოჯახში? - რას წერს ასტროლოგი

⭕„დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, როგორ უერთდებით სამყაროს ენერგეტიკულ ქსელს“ - ვენერას რიტუალი, რომელიც პარასკევს უნდა გააკეთოთ