Digest Logo

„უფალო, მომეცი ძალა ვიყო სუსტი“... - გიორგი კეკელიძე

1693686420
მწერალი, პროზაიკოსი

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, ფეისბუკის პირად გვერდზე ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„უფალო,
მომეცი ძალა ვიყო სუსტი.
მომეცი ძალა, ცრემლები არ ჩავიბრუნო,
როცა მტკივა,
მომეცი ძალა, მტკიოდეს და
და ამ ტკივილის გამჟღავნებას სხვისთვის ვბედავდე.
მომეცი ძალა, საკუთარ თავს აღსარება ვუთხრა
და არ დავმალო არცერთი ცოდვა,
როგორც ოდესღაც, ბავშვობაში, ჩემი სოფლის მღვდელთან ვმალავდი.
მომეცი ძალა, ვიყო ისეთი,
როგორიც შენ გამაჩინე,
ვიყო
და არ შემრცხვეს.
მომეცი ძალა რომ ვიწამო სასწაულების,
რომელიც გუშინწინ ვნახე და გუშინ გადავიფიქრე -
როცა შუაღამისას დედაჩემის ლოცვას ვხედავდი და მიკვირდა, რომ დედაჩემი მოხრილი იყო
და ჩრდილი გამართული
და არ ვიცოდი, რომ სასწაული არის სწორედ ასეთი მარტივი, ასეთი ფრთხილი და თანაც უზარმაზარი.
ან ვიცოდი და დავივიწყე.
მომეცი ძალა, სუსტი ვიყო -
საკუთარ თავს ასე უფრო იოლად ვზიდავ,
უფრო იოლად დავინახავ,
უფრო ავწონი და გავზომავ,
რადგან მაშინ ვეღარსად ვერ დამემალება.“ - წერს გიორგი კკეელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს, რას წაშლიდი შენი გონებიდან?“

🔵სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - „ეს იქნება თვე, როდესაც შესაძლებელი გახდება...“

🔵„მთვარის „უკურსო მოძრაობა“ - რამაზ გიგაური სექტემბრის მნიშვნელოვან დღეებზე წერს