Digest Logo

„უკანასკნელი შანსიც კი გავუშვით, დიდი პიროვნებისთვის, სიცოცხლეში ერთხელ მაინც გამოგვეხატა საკადრისი მადლიერება…“ - ნიკოლოზ რაჭველი

1641884715
ნიკოლოზ რაჭველი

მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქართველმა ერმა სიცოცხლეში ადამიანების დაფასება ვერ ვისწავლეთ.

ის დიდი შემოქმედის, კომპოზიტორის ნოდარ მამისაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

„ჩვენ არ გვყოლია არნოლდ შონბერგი, არც ოლივიე მესიანი, ჩვენ გვყავდა ნოდარ მამისაშვილი, დიდი პიროვნება, დიდი მუსიკოსი, დიდი მოაზროვნე, მეცნიერი და კომპოზიტორი და რაც ყველაზე მთავარია დიდი პედაგოგი, ისეთი როგორიც რეჟისორებისთვის მიშა თუმანიშვილი იყო…

ჰოდა, ასეთი ადამიანი წავიდა დღეს ჩვენგან, რომელიც სხვათა შორის ჩვენი ფართო საზოგადოების მხრიდან სათანადო დაფასების სიმწირის მიუხედავად არასდროს არავისზე განაწყენებულა და ყოველთვის რუდუნებით ემსახურებოდა მუსიკასა და ადამიანებს, განსაკუთრებით მომავალ თაობებს, შვილებად და შვილიშვილებად რომ ვეკუთვნოდით…

ერთი თვის წინ მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა ძლივს იქნა რუსთაველის პრემიაზე წარდგენილი, მაგრამ კომისიის მუსიკალური ნაწილის წევრმა კოლეგებთან ერთად კვლავ „თბილისურ-სნობური“ და „ელიტარული“ გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც ჩვენ, მისმა თანამემამულეებმა უკანასკნელი შანსიც კი გავუშვით ხელიდან იმქვეყნიურ გზაზე დამდგარი დიდი პიროვნებისთვის სიცოცხლეში ერთხელ მაინც გამოგვეხატა საკადრისი მადლიერება…

ასეთი ერი ვართ, ფიროსმანის და ილიას სიცოცხლის დასრულების მაგალითებმაც რომ ვერ გვასწავლა ჭკუა…

ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ, ეროვნულმა ორკესტრმა მოვასწარით და მის შემოქმედებას ფესტივალი „კონტრაპუნქტი“ მივუძღვენით, ისევე როგორც არ მოჰკლებია მას ყურადღება ახალი თაობის კომპოზიტორების და რიგი შემსრულებლებისგან, როგორიც ნინო ჟვანია, მაკა ვირსალაძე, ეკა ჭაბაშვილი და მათი სამეგობრო თუ აღსაზრდელები არიან.

ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ვიცნობდი, მოვესწარი, გავმდიდრდი მისი ლექციებით და მასთან ურთიერთობით სტუდენტობის პერიოდში.

ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველში მისი პიროვნების შესატყვისი სამოთხისეული ადგილი, სინათლით სავსე, მისი სახელი, მუსიკა და გამოგონებები კი მუდამ უკვალავდეს გზას ქართული პროფესიული მუსიკის აწმყოს და მომავალს“, - წერს ნიკოლოზ რაჭველი.


აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას

🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას წინასწარმეტყველებით? - დაუჯერებელი დამთხვევები და ფაქტები

🔵„კოვიდი არ არის ყველაზე საშინელი რამ...“ - როგორ ხედავს 2022 წელს 15 წლის ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა

🔵რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს

🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას