
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.
ამჯერად ასტროლოგი, ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 12 აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე წერს:
„ეს დღე შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ. 14:33 საათამდე (თბილისის დროით) და შემდგომ.
პირველი, საკმაოდ უსახური და ბუნდოვანი იქნება. მომატებული იქნება დაბნეულობის, ქაოსის და ილუზიის ალბათობა. ამ პერიოდში არ არის სასურველი ახალი საქმეების დაწყება და ახალი შენაძენები, რადგან მოსალოდნელია, მომავალში გაჭირდეს კონკრეტული შედეგის მიღწევა ან რაიმე მსგავსი მოხდეს.
სიტუაცია დადებითისკენ შეიცვლება 14:33 საათის შემდეგ - მთვარე ვერძის ნიშანში გადაინაცვლებს და ადამიანებში ენერგიულობა, ინიციატივიანობა და მიზანსწრაფვა მკვეთრად გაძლიერდება.
მთვარე შეერთებული იქნება სატურნთან და ნეპტუნთან, ამასთანავე, დაპირისპირებაში იქნება მარსთან.
ბუნებრივია, ეს მიანიშნებს აგრესიულ ფონზე, თუმცა ის, ვინც შეძლებს ურთიერთობების კონსტრუქციულ კალაპოტში მოქცევას, მიზნის მიღწევა არ გაუჭირდება.
ამ დღეს ძლიერად გამოვლინდება ჰაერის სტიქიაც, რაც ხელს შეუწყობს ახალი იდეების გენერირებას და საინტერესო კავშირების დამყარებას.
უასპექტო მზე მიანიშნებს ენერგიის სწორად ვერ გადანაწილებაზე, აქედან გამომდინარე, პრიორიტეტების დასახვა და ძირითად საკითხებზე კონცენტრაცია ბევრ ადამიანს ნაკლები რესურსებით მეტი შედეგის მიღების საშუალებას მისცემს.
მზის ამ გავლენის გამო მომატებული იქნება ეგოიზმიც, ამიტომ სასურველია, რომ სხვების ინტერესებიც გავითვალისწინოთ.
მიუხედავად იმისა, რომ მთვარე კლებადია, ჯერჯერობით მთვარის მესამე ფაზაა, ამიტომ სასიკეთო იქნება საყიდლებზე წასვლა (განსაკუთრებით ხელსაწყოები და საოჯახო ტექნიკა), ოღონდ ეს უნდა მოხდეს სწორედ 14:33 საათის შემდეგ“, - წერს რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ: