2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა და დაამწუხრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ - „ჯიპის" მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და - ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.
გელა დაიაურის გარდაცვლილ შვილს დღეს, პირველ ოქტომბერს დაბადების დღე აქვს. ტრაგიკულად დაღუპული მცირეწლოვანი 15 წლის გახდებოდა.
„უკვე 15-ის“, - წერს გელა დაიაური.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: