მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი 2025 წლის 22 დეკემბერს მეორე შვილის დედა გახდა.
ახალშობილს ქართული სახელი, შიო დაარქვეს.
ნუკიმ სოციალურ ქსელში შვილების უსაყვარლესი კადრები გაავრცელა, რომელზედაც წერს:
„როგორ ვამაყობ, რომ ოლივერს (ოვის) არ აქვს ეჭვიანობის მომენტები. მგონია, რომ უმნიშვნელოვანესია უფროს შვილს ათმაგი ყურადღება მიაქციო და სულ გაუმეორო რომ მისი უმცროსი ძმა მასზე გიჟდება. ეს თავიდანვე დიდ პოზიტივს და მჭიდრო კონტაქტს ამყარებს ძმებს შორის. უკვე აქვე ეტყობა, რომ ძალიან განსხვავდებიან ხასიათებით. ერთი სული მაქვს შიოს ხასიათი გავიცნო“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: