
გადაცემა „სიცრუის დეტექტორი“ ტელეეკრანებზე ახალი სეზონით ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, გადაცემის ოფიციალურ გვერდზე, მისი წამყვანი, ჟურნალისტი და მსახიობი, გიორგი გასვიანი გვიზიარებს.
მისი თმით, ახალი სეზონში მაყურებელს ბევრი სიახლე ელოდება. როგორც გასვიანი ამბობს, იგი ასევე გადაცემაში „იმედი დღე“ ახალ რუბრიკას „დეტექტორის გარეშე“ წაიყვანს:
„ვიწყებთ ახალ სეზონს და ეს ახალი სეზონი არის უკვე მერვე წელიწადი, ჩემი „სიცრუის დეტექტორის“ წამყვანობის განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენი რეიტინგი, აქტიურობა, გვერდზე დგომა და დაინტერესება ყოველთვის იგრძნობა ხოლმე.
მართლა არ მეგონა და არ ველოდი, როცა წამყვანად მოვედი ამ პროექტში, ამდენი წელი გაძლებდა ეს პროექტი. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ.
რაც შეეხება სიახლეს - გარდა იმისა, რომ საინტერესო და ახალი სტუმრები გვეყოლება, ჩვენ გვაქვს საინტერესო სიახლე რუბრიკა რომელსაც „დეტექტორის გარეშე“ ჰქვია. ეს არის „იმედის დღის“ რუბრიკა. მოგეხსენებათ ეს არის საინტერესო გადაცემა ყოველდღიური სიახლეებით“, - ამბობს გიორგი გასვიანი ვიდეოში.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნამდვილი ბედნიერებაა ღვთის დიდება...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე