
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა, სადაც დეკანოზი ბედნიერების მნიშვნელობაზე საუბრობს:
„ნამდვილი ბედნიერებაა ღვთის დიდება - ბედნიერება მხოლოდ ქრისტეთი.
როცა შენ ამის გემოს გაიგებ,
როცა შენ ამის გემოს იხილავ,
ქრისტე ხელისგულზე გატარებს და შენი ყოველი თმის ღერს დაითვლის“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: