„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის თავშესაფრის გაკეთება შეძლეს და ამ დრომდე 56 უკრაინელი მოზარდი იმყოფება უსაფრთხოდ. არველაძე ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ საქმეში წვლილი შეიტანა, მადლობას უხდის.
„უკვე ორი დღეა რაც ბავშვები მივიღეთ!!!
ბოლო ერთი თვე გაუჩერებლად ვმუშაობდით, რომ მათთვის უსაფრთხო და ბედნიერი ცხოვრების პირობები შეგვექმნა. შენობის პოვნიდან მის სრულად გამართვამდე, მოწყობამდე და აღჭურვამდე. განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირა იყო ტიტანური შრომა. მაგრამ შევძელით! ყველაფერი მოვასწარით! უღრმესი მადლობა ყველას ვინც მოგვეხმარა, დაგვაფინანსა, ჩვენთან ერთად იშრომა დაუღალავად!
რაც მეტი ბოროტება გვიტევს, მით მეტი სიკეთე ხვდება მას პასუხად! დიდი სიკეთე კი შეუჩერებელი და დაუმარცხებელია! ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდები უკრაინაში. მოკლედ აქამდე 4 შვილი მყავდა, ახლა 56 მყავს და მალე 100 მეყოლება“, - წერს გიორგი არველაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ადამიანები რატომ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, გითხრან რამე წონასთან დაკავშირებით?! - ყველამ მითხრა, რომ მოვიმატე - საერთოდ არაფრის ხალისი აღარ მქონდა“ - ნიკა ქავთარაძე
🔵„მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, უმჯობესია მოუსმინოთ გარშემომყოფებს“ - დღის რჩევა