ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ეკა ასათიანის შვილი სანდრო ჩიჩუა, ასევე ცნობილი წყვილის, ვატო ნაცვლიშვილისა და ნინა ცქიტიშვილის შვილზე, ანა ნაცვლიშვილზე იყო შეყვარებული, თუმცა როგორც ირკვევა წყვილი დაშორდა.
სანდროს ახალი რჩეული, ინფლუენსერი ანასტასია რუსია ჰყავს, რომელთან ერთად გადაღებული ფოტოები მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ულამაზესი წყვილი ხართ, ბედნიერები იყავით“.
„გაიხარეთ, სულ ასეთები იყავით“.
„სიყვარულში იცხოვრეთ 100 წელი“, - წერენ სოციალურ ქსელში.
წყვილმა ურთიერთობა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა და ერთად გადაღებული კადრები ორივეს სოციალურ ქსელში იძებნება.
ცნობისთვის, ანასტასიას „ინსტაგრამზე“ 44.6K მიმდევარი ჰყავს და იგი ძირითადად რჩევებს თავის მოვლის პროცედურებზე, სილამაზესა და კოსმეტიკაზე გასცემს.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა დაგეხმარებათ და რას უნდა მოერიდოთ 4 მაისს - ეზოტერიკოსის რეკომენდაციები