მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში მრევლს ხშირად მიმართავს და მათ კონკრეტულ რჩევებს უზიარებს.
სასულიერო პირი საზოგადოებას ამჯერად სიკეთის გაღების მნიშვნელობაზე ესაუბრება და წერს, რომ „სიკეთის გაღებაც ნიჭია და მისი მიღებაც…“.
„ხშირად შეიძლება ფიქრობ, რომ სიკეთეს აკეთებ, არადა, უმეტესად თავს იტყუებ…
სხვაზე გადაყოლა, საკუთარი თავის უარყოფა და იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე საჭიროა, არც შენ მოგიტანს კარგ შედეგს, არც მას, ვისაც გგონია, რომ ეხმარები…
სიკეთის გაღებაც ნიჭია და მისი მიღებაც…
უმადურს რაც არ უნდა დაეხმარო, შეიძლება შურითაც აივსოს შენს მიმართ…
რატომ დამჭირდა მისი დახმარება, მას ჩემზე მეტი რატომ შეეძლოო, იტყვის…
გულიც გეტკინება, მაგრამ მას ნუ დააბრალებ, შენი შეცდომაა, ასე რომ
გაათავხედე…
ზოგჯერ ჰგონიათ, რომ უსაქმური ხარ და ამიტომ კარგად ვიღაცაზე დიდ დროს…
ყველაფერს აკეთებ, გამოვიდეს რთული სიტუაციიდან, ფეხზე დადგეს, წელში გაიმართოს, მაგრამ ზოგის ბუნებრივი მდგომარეობაა, რაც არ უნდა კამკამა წყალში მოათავსო, იქიდან ადგება და ჭაობს მიაშურებს…
შენ უნდა მიხვდე, თავიც რომ გაწირო, მაინც არაფერი გამოგივა, თუ ფსკერი ვიღაცის არჩევანია და დრო მაინც არ დაკარგო, არც ნერვები…
სხვას უფრო სჭირდები, ვისაც მართლა უნდა მხარში დგომა!..“, - წერს სასულიერო პირი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„არც ტელეფონი აქვს და არც ენა იცის...“ - იტალიაში ქართველ ემიგრანტს ეძებენ