Digest Logo

„უნახავად გვერდს არ გამივლიდი. გული მტკივა, მეგლიჯება, რატომ ხდება ასე“ - ვინ არის ბიჭი, რომელიც მეშვიდე სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა

1665565541
დავით მაჭარაშვილი

უბედურ შემთხვევას რუსთავში 20 წლის დათო მაჭარაშვილი ემსხვერპლა. გარდაცვლილი ერთ-ერთი კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან შემთხვევით გადავარდა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები გამოეხმაურნენ.

„ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ დათო. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რომ აღარ ხარ.  ჩვენი კლასელობა გამახსენდა.  ჩვენი სკოლის პერიოდი წარმომიდგა თვალწინ. ერთად გატარებული წუთები, დღეები, კვირები, წლები. ღმერთო. 

ალბომმა გამახსენა ჩვენი ბედნიერი ბავშვობა.  მზრუნველი და ალალ-მართალი ბიჭი იყავი, ჩემო დავითა. 

უნახავად გვერდს არ გამივლიდი არასდროს.  გული მტკივა, მეგლიჯება, რატომ ხდება ასე, რატომ. 

ჩემს გულში ყოველთვის იქნები.  ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული ჩემო დავითა“, - წერს თამუნა მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მესამე მსოფლიო ომი მოდის. 2023 წელს ახალი ტრაგედიები მოხდება “ - ექსტრასენსის შოკის მომგვრელი წინასწარმეტყველება

🔵წალენჯიხის მერს ავტომობილი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაუწვეს

🔵როგორ შეიცვლება ამინდი დღეს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით