Digest Logo

„უნიკალური ხალხი ვართ ქართველები, როცა იგებს გმირია და როცა აგებს ეჭვმიტანილი...“ - რას წერს ჟურნალისტი თათია ზუხბაია

1781782320
ილია თოფურია

ჟურნალისტი თათია ზუხაბაია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ილია თოფურიას თეთრ სახლში გამართულ UFC Freedom 250-ის საიუბილეო ჩხუბზე წერს, სადაც ილია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა:

„მარცხი ყოველთვის მტკივნეულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამარჯვებას ხარ შეჩვეული.
მაგრამ წაგება ვერ წაშლის იმ გზას, იმ შრომას და ისტორიას, რომელიც ადამიანმა უკვე შექმნა!

უნიკალური ხალხი ვართ ქართველები:))

ამ სიტყვას უამრავი ინტერპრეტაცია აქვს და თითქმის ყველა მათგანი მართლდება.

ზოგჯერ ეს უნიკალურობა ჩვენს უკიდურესობებში ვლინდება. შეგვიძლია საოცრად გვიყვარდეს და იმავე ძალით გაგვიცრუვდეს იმედი.

შეგვიძლია ერთგულების მაგალითი ვიყოთ და იმავე სისწრაფით ზურგიც ვაქციოთ ადამიანს. გვერდში დგომაც კარგად გამოგვდის და განკითხვის მოწყობაც. გულშემატკივრობაც და გულაცრუებაც. როცა იგებს გმირია. როცა აგებს ეჭვმიტანილი.

გაბრაზებულ და უკმაყოფილო ქართველზე მძიმე სანახავი კიდევ ცოტა რამ არის… განსაკუთრებით მაშინ, როცა ემოციები საღ აზრს უსწრებს. დილით ეროვნული სიამაყე იყო, ახლა კი ეჭვების, ბრალდებებისა და შეთქმულების თეორიების სამიზნედ იქცა.

მაგრამ სპორტს ერთი დაუნდობელი თვისება აქვს:

მხოლოდ შედეგებს, შრომას და გავლილ გზას იმახსოვრებს. 

და ამ გზაზე ილიამ უკვე იმდენი რამ გააკეთა, დღევანდელი მარცხი მის ისტორიას ვერაფერს აკლებს. ერთი მარცხი ვერ წაშლის იმას, რაც უკვე შექმნილია!

ძალიან გვიყვარს ჩვენი გმირები, მაგრამ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ გმირებიც ადამიანები არიან.
უფრო ძლიერი დაგვიბრუნდი!

შენ ილია თოფურია ხარ!“, - წერს თათია ზუხბაია. 

ცნობისთვის, თეთრ სახლში გამართულ UFC Freedom 250-ის საიუბილეო საღამოზე ილია თოფურიას მარცხმა ჯასტინ გეიჯისთან მთელი საქართველო შეძრა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი რაუნდის შემდეგ ქართველი „მატადორი“ ბრძოლას დამაჯერებლად იგებდა, ფინალი დრამატული აღმოჩნდა.

თვალის დაზიანების გამო ილია თოფურიას ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს და გამარჯვებული ჯასტინ გეიჯი გახდა. აღნიშნული შედეგის მიხედვით ილიამ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დათმო. ეს იყო პირველი წაგება ქართველი მებრძოლის კარიერაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„პატარა სულამანიძე დაიბადა…“ – ექიმ კოტე სულამანიძესა და მის მეუღლეს, ირენ პილს შვილი შეეძინათ

🎥 „ყველა იმ ადამიანის შუბა დავხიე...“ - მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას გარშემო ატეხილ ჭორებს ვიდეომიმართვით პასუხობს

⭕„ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ შევრიგდით“ - სკანდალური განშორების შემდეგ მარი ნაკანი ქმარს შეურიგდა