Digest Logo

„ურთულესია ამის შორიდან ყურება, დაუჯერებელია ეს ტკივილი, რასაც სიყვარული განიჭებს“ - ნანუკა გოგიჩაიშვილის ემოციური მიმართვა გარდაცვლილ ბაბუას

1733983086
ნანუკა გოგიჩაიშვილი

86 წლის ასაკში გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი იოსებ გოგიჩაიშვილი.

გარდაცვლილს სოციალურ ქსელში შვილიშვილი ნანუკა გოგიჩაიშვილი ემოციური სიტყვებით ემშვიდობება.

„ჩემ უტკბილეს ბაბუს ხვალ გავაცილებთ... ურთულესია ამის შორიდან ყურება, მადლობა ყველას, ვინც მოხვედით და დააფასეთ ჩემი პატარა ბაბუ, ჩემი სიხარული, ჩემი უტკბილესი ადამიანი.

დაუჯერებელია ეს ტკივილი, რასაც სიყვარული განიჭებს“, - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

„ჩემი მოსიყვარულე და მშრომელი ფუტკარი ბოლო წუთამდე მუშაობდა. ცუდად ყოფნისას მიიღო რეკლამაში მონაწილეობის შემოთავაზება და თბილისის ციფრულ კინო თეატრში შარშან გადაღებული ფილმის შინდისის გმირებზე დღესაც გადის. კარგი, რომ ისტორია 200+ მეტ ფილმს ითვლის. მადლობა ბაბუ, რომ ჩემს შვილებსაც, შენს შვილთაშვილებსაც კი ექნებათ მაგალითი თუ როგორი ტკბილი შეიძლება იყოს დიდი ბაბუ“, - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

„7 ივნისს გადავიღეთ ეს სურათი, 21 ნოემბერს კი ბაბუს ინსულტი დაემართა. ბაბუს, რომელსაც არაფერი აწუხებდა, გარდა გაუსაძლისი ტკივილისა რომელიც 2019 წლიდან გულით დაატარებდა, თუმცა არავის გვაჩვენებდა“, - წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

12 დეკემბერი ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების დღეა - 16 წელი ციხე, 2-ჯერ დახვრეტის განაჩენი, 3-ჯერ გაქცევა…

🎥 მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მოკლულ ახალგაზრდას მშობლიურ სოფელში გლოვობენ - ცნობილია ეჭვმიტანილის ვინაობა

🎥 „ეს ვიდეო აუცილებლად გაგაღიმებთ...“ - ნანა აროშიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს