Digest Logo

🎥 „უსამართლობა მგონია, ვიჯდე და ვსქროლო, ბავშვებს კი ვუთხრა „ითამაშეთ, წაიკითხეთ“ - გვანცა დარასელია გაჯეტებთან დამოკიდებულებაზე

1748884319
გვანცა დარასელია

ტელეწამყვანი და მოდელი გვან­ცა და­რა­სე­ლია 3 წე­ლია, რაც ეკ­რა­ნი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და. ეს პე­რი­ო­დი მან ოჯახ­სა და ოჯა­ხურ ბიზ­ნესს მო­ახ­მა­რა. ცოტა ხნის წინ კი გვანცამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისმა ოჯახმა პრაღაში რესტორანი გახსნა.

ამჯერად იგი „ფილიპ პომელის სახელობის ფრანგული ფსიქოთერაპიის ცენტრის“ პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც ბავშვებზე და ეკრანებთან დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

„ეს ასე არ არის, რომ მე მთელი დღე თავი წიგნებში მაქვს ჩარგული და ჩემი შვილები გაჯეტებში არიან. რასაც ვაკეთებთ ჩვენ, იმავეს იმეორებენ ბავშვები. 

როგორც კი ვიტყვი, დასრულდა დრო, ყველანი ვდებთ ტელეფონებს, მეც ვდებ ტელეფონს! რაღაცით ერთად ვკავდებით.

უსამართლობა მგონია, რომ მე ვიჯდე და ვსქროლო, ბავშვებს კი ვუთხრა „ითამაშეთ, წაიკითხეთ“, - ამბობს გვანცა დარასელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ანიმაციური გმირები, გრანდიოზული ტორტი და საჩუქრები - როგორ აღნიშნეს მაქაცარიებმა პატარა გიოს ოქროს დაბადების დღე

🎥 ნუცა ბუზალაძის ახალი სიმღერა All My Life გამოვიდა - „ახლა ის შენია“

„ისეთ მომენტებში იცოდა შემოხმიანება და ორი-სამი უზუსტესი სიტყვით შენი გამხნევება, როცა ეს ძალიან გჭირდებოდა“ - სალომე ასათიანი მახო ხარბედიაზე