Digest Logo

„უსაშველოა ეს ყველაფერი... ხორცებს მაგლეჯენ, სულს მიწამებენ ფიქრები და ვეღარ ვუძლებ...“ - ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა

1627194980
ზურა ბაკურაძე

ქართული ხმების მომღერლის ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა.

ზურა რაჭაში ტრაგიკულად დაიღუპა და სრულიად საქართველომ დაიტირა უდროოდ წასული ზურიკუნა.

დიახ, მას რაჭაში  ზურიკუნას ეძახდნენ.

ბუნებრივია, გაუსაძლისია ოჯახის ტკივილი.

ზურას მეუღლე ნათია კობახიძე საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ სევდას ვერ მალავს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ერთი თვე... ტკივილი, რომელიც ერთი წამი ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს...

სიყვარული, მონატრება, სინანული, ბრაზი, უიმედობა, დაუსრულებელი გეგმები, კიდევ რამდენი რამ ერთმანეთისთვის სათქმელი... უსაშველოა ეს ყველაფერი.. ხორცებს მაგლეჯენ და სულს მიწამებენ ფიქრები და ვეღარ ვუძლებ, ვერა...

ღმერთო რა მძიმე ყოფილა მკვდარი გულის და დასრულებული ცხოვრების ზურგით თრევა, რა მძიმე ღმერთო... რატომ? რატომ?

მიყვარხარ, ბუთუსა, უსაშველოდ და უკიდეგანოდ მიყვარხარ, ზურ, შენთან მინდა, შენთან, უბრალოდ მინდა შენთან, სხვა მეტი არაფერი...“

⭕აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵VIDEO: „ნათიას ოჯახში რომ მივედი პირველი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო...“ - ზურას ამბავი სიყვარულისა

🔵„ამდენ ბიჭებში ჯერ ერთმა ძმამ გადაიწერა პირჯვარი და მერე მეორემ... მისი ხმა უკანასკნელად ძმამ გაიგონა...“ - ბაკურაძის უცნობი ამბავი

🔵„ასე ძალიან რომ გიყვარდა, იმ გზამ როგორ გაგიმეტა... როგორ ჩაგლიჯე და ჩაიტანე გული, გაგვანადგურე!“ - როგორ იხსენებენ მეგობრები ზურა ბაკურაძეს?