მრავალწლიანი მდუმარებისა და განდეგილობის შემდეგ, ნარიმან მაქარაშვილი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები, სადარბაზოსთან კი მისი მრევლი შეიკრიბა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მუსიკოსი დათო არჩვაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გარდაცვლილი ბერის შესახებ წერს.
„მალხაზ ჯინორია გახლავთ ადამიანი, რომელმაც სიღრმისეულად გამაცნო ჯერ ბერი გაბრიელის და შემდეგ ბერი ნიკოლოზის ფენომენი ძალიან იშვიათად, მხოლოდ მალხაზის მოუხმობდა ხოლმე თავისთან.
ის იყო მალხაზ ჯინორიას ოჯახის მოძღვარი, სანამ მდუმარების აღთქმას დადებდა და თავად მახო არის უნაკლო ადამიანი.
კომპოზიტორ თეა ჯინორიას მეუღლე და ასეთ ახლობელ ადამიანს რომ არ შეუშვებ და ექიმს არ შეაყვანინებ, ექიმი ხომ გადაარჩენდა. უამრავი სასწაული მაჩვენა ცხოვრებაში მამა ნიკოლოზმა უსაზღვრო სიყვარულს აფრქვევდა თუნდაც ერთი გამოხედვით და მოწამეობრივად ცხოვრობდა ბოლო 20 წელი ამხელა დევნის და დაცინვის ფონზე.
მამა გაბრიელსაც ასე დასცინოდნენ და არ უჯერებდნენ.
უფალო აცხონე მისი სპეტაკი, ნაწამები სული“, - წერს დათო არჩვაძე.
შეგახსენებთ, რომ ნარიმან მაქარაშვილი საქართველოს საპატრიარქომ 2016 წელს ოფიციალურად განკვეთა ეკლესიიდან, თუმცა გარკვეული ჯგუფისთვის ის კვლავ „ბერი ნიკოლოზის“ სახელით მოიხსენიებოდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დღევანდელ მოქმედებებს შეიძლება გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს“ - 20 აპრილის ასტროპროგნოზი