Digest Logo

უტა ელიავას მტკვარში დაღუპვიდან 40 დღე გავიდა - „შენ არ იყავი უბრალოდ მამა, შენ იყავი მათთვის მთელი სამყარო“

1750573310
უტა ელიავა

რამდენიმე კვირის წინ მდინარე მტკვარში მანქანა გადავარდა. შემთხვევის შედეგად 3  ახალგაზრდა დაიღუპა.

ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი უტა ელიავა იყო, რომელსაც მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ტრაგედიიდან 40 დღე გავიდა,  დაღუპული ახალგაზრდის ცოლმა გვანცა გოროზიამ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო  გამოაქვეყნა და ემოციურ სტატუსი დაწერა:

„40 დღე უშენოდ…

გუშინდელივით მახსოვს შენი ღიმილი, ხმა, თბილი სიტყვები…
დღეს კი უკვე 40 დღეა, რაც ცა შენი სახლი გახდა.

შენ არ იყავი უბრალოდ ქმარი —
შენ იყავი ჩემი სიმშვიდე,
ჩემი საყრდენი,ბედნიერება,ძალა და იმედი…

საუკეთესო მეგობარი, ვისთანაც დუმილიც კი სითბოთი იყო სავსე.
შენ არ იყავი უბრალოდ მამა —
შენ იყავი მათთვის მთელი სამყარო.

სიყვარულით სავსე, მზრუნველი, მასწავლებელი და გმირი.
მამა, რომელიც თვალებში წერდა ზღაპრებს და გულში ტოვებდა უსაფრთხოებას.

ახლა ზეცაში ხარ, მაგრამ ჩვენთან ხარ —ჩვენს ღიმილში, ჩვენს ტკივილში, ჩვენს მოგონებებში.
არასოდეს დაგივიწყებთ…

და სანამ ამ ქვეყანაზე ვსუნთქავთ — შენი სახელი სიყვარულით იცხოვრებს ჩვენს გულებში“, - წერს დაღუპულის მეუღლე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„უშენობას ვერ შევუვსებ, მაგრამ ვეცდები, ოდნავ მაინც რომ შევუმსუბუქო ის ტკივილი, რასაც უშენობა ჰქვია…“ - რას წერს მტკვარში დაღუპული უტა ელიავას ცოლი

„შეგრძნება გექნებათ, რომ რაღაც სრულდება... საშუალება გექნებათ გათავისუფლდეთ ბევრი რამისგან“ - 18 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„მიჰყევით სამთავრობო ინსტრუქციებს და რჩევებს! ეს ომი რადიკალურად შეცვლის პოლიტიკურ ამინდს“ - გიორგი ლობჯანიძე