Digest Logo

„უცებ ამასხა სისხლმა და ვკითხე: ინგლისურად გკითხა და რუსულად რატო პასუხობთ -მეთქი? ამომხედა და მპასუხობს...“ - რა შეემთხვა ირაკლი ვაჭარაძეს

1666622540
ირაკლი ვაჭარაძე

სოციალური ქსელის მომხმარებელი ერთ-ერთ მაღაზიაში გადამხდარ ისტორიაზე წერს, რა დროსაც მოლარესა და მომხმარებელს შორის პატარა დიალოგი შედგა. როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, ავტორს პროტესტი იმის გამო გაუჩნდა, რომ ინგლისურენოვან მომხმარებელს გამყიდველი რუსულ ენაზე ესაუბრა.

„მაღაზიაში სალაროს რიგში წინ მდგარმა ბიჭმა მოლარეს ჰკითხა: „ჰაუ მაჩ?” ამან რუსულად უპასუხა „დვა ლარი”.

უცებ ამასხა სისხლმა და ვკითხე: ინგლისურად გკითხა და რუსულად რატო პასუხობთ -მეთქი?

ამომხედა, 20 წლის გოგო იქნება, თვალთვალში გამიყარა და მპასუხობს: „მარტივია. იმიტომ რომ ინგლისური არ ვიცი”.

და ჩემ ჯინაზე, ხურდაც რუსულად ჩაუთვალა, მადლობა, ნახვამდის, კვლავ გვეწვიეთ ასევე თავისი ქართულ აქცენტიანი რუსულით მიაყოლა და თან მე მიყურებს გამარჯვებული სახით!

მეც საგანგებოდ და ხმამაღლა ვუთხარი მადლობა და დავემშვიდობე, მაგრამ როგორც მტერი, პასუხის ღირსად არ ჩავუგდივარ.

ის რუსი უფრო ნამუსიანი იყო. ინგლისურად ესაუბრა ბოლომდე. თბილისში მცხოვრებმა თინეიჯერმა ინგლისურად ხუთამდე თვლა არ იცის თუ დამოუკიდებლობას უთავმოყვარეოები არ იმსახურებენ?“, - წერს ირაკლი ვაჭარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მოკლედ, მე და ჩემი დაქალი ვმგზავრობდით მეტროთი. სიმპათიური ბიჭი გვედგა გვერდით და დავუწყეთ ფოტოების გადაღება“ - სახალისო ისტორია სოცქსელიდან

🔵„მისი ეპოქის დამსახურებაა და იმ ხალხისა, რომელიც მან აღზარდა პოლიტიკაში, გარყვნა უკანასკნელ უჯრედამდე და შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანა“ - დემურ გიორხელიძე შევარდნაძეზე

🎥 „ბოლო საუბარი მახსოვს, მიშას ელაპარაკებოდა, უთხრა - ღმერთმა დაგიფაროთ, რამე არ დამემართოს, თორემ, რა გეშველებათ, თქვე უბედურებოო...“ - რას იხსენებს ნინო ჟვანია