„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ომის ხაზიდან ცნობებს გვაწვდის.
„დეშეკა არ შემხვდა. მაინც ვჩალიჩობ. ძალიან მაგარი ამბავია რომ უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ.
მხნედ ვართ, მტკიცედ და ველოდებით საბრძოლო დავალებას. ამ ფოტოზე შუაში ედიშერ შუკვანია, აფხაზეთში ნაომარი მგელი.
მე და ჯუღელს ისედაც ნაპერწკლები გვცვიოდა ასეთი მეომრების შემომატების მერე ლამის დასაბმელები ვართ სანამ რუსებს ვეძგერებით.
სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“ - წერს ელისაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: