Digest Logo

„უწყვეტმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო — აღდგა სუნთქვა და გულისცემა...“ - თბილისში ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს

1771582862
თბილისში ექიმებმა

ფეისბუკ გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს რომ თბილისის სასწრაფო ბრიგადის ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს:

„კიდევ ერთი შემთხვევა, სადაც დროულმა რეაგირებამ და გუნდურმა მუშაობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.

თბილისის მე-7 რაიონული სამსახურის 0732 ბრიგადა პაციენტის გადაყვანას ახორციელებდა, როდესაც გზაზე განვითარებულმა მოულოდნელმა მოვლენამ ყველაფერი შეცვალა. მანქანამ მკვეთრად დაამუხრუჭა. ბრიგადის წევრებმა ფანჯრიდან გახედვისას ბორდიურს შეჯახებული ავტომობილი დაინახეს.

მძღოლი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო ავტომობილი ისე იყო დაზიანებული, რომ მძღოლის მხრიდან კარის გაღება ვერ ხერხდებოდა.

პარამედიკოსმა ირაკლი ხეჩიკაშვილმა წამებში შეაფასა მდგომარეობა და ავტომობილშივე დაიწყო რეანიმაციული ღონისძიებები. მისმა მეწყვილემ, უმცროსმა ექიმმა საბა ნიჟარაძემ, მოიტანა დეფიბრილატორი მონიტორზე პარკუჭოვანი ფიბრილაცია დაფიქსირდა.

ვინაიდან 0732 ბრიგადა იმ მომენტში პაციენტის გადაყვანის პროცესში იყო ჩართული, საჭირო გახდა დამატებითი ბრიგადის გამოძახება. დამხმარე ბრიგადის მოსვლის შემდეგ, ორივე ჯგუფის კოორდინირებული და მაქსიმალური ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ავტომობილის გადმოგორება, მძღოლის მხარეს კარის გაღება და პაციენტის უსაფრთხოდ გადმოყვანა საკაცეზე.

რეანიმაციული ღონისძიებები არცერთი წამით არ შეწყვეტილა.

და სიცოცხლისთვის ამ უწყვეტმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო — აღდგა სუნთქვა და გულისცემა.

პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით გადაიყვანეს კლინიკაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ირაკლი ხეჩიკაშვილმა პაციენტი მოიკითხა და შეიტყო, რომ მამაკაცი თავს კარგად გრძნობდა და ბინაზე იყო გაწერილი.

ეს არის ისტორია პროფესიონალიზმზე, სისწრაფეზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად სიცოცხლისთვის იბრძვიან და კიდევ ერთი შემთხვევა, სადაც დროულმა რეაგირებამ და გუნდურმა მუშაობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„უნალექო ამინდია მოსალოდნელი...“ - სინოპტიკოსების პროგნოზი

⭕„გახსოვდეთ, ჯანმრთელი პანკრეასი ნიშნავს სტაბილურ ენერგიას...“ - არუნ ხათრი

🎥 „არ შეგეშინდეთ თუ წავა ღრმა ინტუიციური ხედვა...“ - დაბნელების დერეფანი და მზის გადასვლა თევზების ზოდიაქოში: მიხეილ ცაგარელის ასტროპროგნოზი