Digest Logo

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი გარდაიცვალა

1783532100
გიორგი გოგიაშვილი

55 წლის ასაკში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიაშვილი გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ფეისბუკ გვერდი ავრცელებს:

„საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ბატონი გიორგი გოგიაშვილის გარდაცვალების გამო.

ბატონი გიორგის მაღალი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი ღირსეული სამოსამართლო საქმიანობა მნიშვნელოვნად დააკლდება ქართული მართლმსაჯულების სისტემას.

მისი გამორჩეული ადამიანური თვისებები, კოლეგიალობა და კეთილსინდისიერება სამაგალითოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში.

ამ მძიმე წუთებში, ვიზიარებთ ბატონი გიორგის ოჯახის მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ

🎥 შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე იქორწინა - კადრები კომოს ტბიდან

⭕  „ჩვენი ნინა...“ - ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას საოჯახო ფოტოსესია

⭕ „ულამაზესი და დახვეწილი“ - რა კადრებს გვიზიარებს ანი ჯავახი