2023 წლის 21 ივნისს უნიჭიერესი ქართველი მომღერალი, ლევან კბილაშვილი მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველა მის ახლობელს, გულშემატკივარს და ქართულ საზოგადოებას თავზარი დასცა.
ლევან კბილაშვილის და სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ძმის შესახებ ემოციურ სტატუსს გვიზიარებს, როგორც ცნობილია თბილისში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაარქვეს.
„მიდიხარ სახლში და გესმის სიტყვები, რომლებიც სუნთქვას გიკრავს: „შემდეგი გაჩერება: ლევან კბილაშვილის ქუჩა“...
უზომო სიამაყისგან გინდა ყველას გასძახო ლევანი ჩემი ძმაა!“, - წერს სალომე კბილაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა გელით სასიყვარულო ფრონტზე? - ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც ივლისი გარდამტეხი იქნება