
მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საყვარელ მამაკაცს, დავით კოდუას დაშორდა. მოდელს მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.
ამჯერად ალექსანდრამ სოციალურ ქსელში დავით კოდუასთან ერთად გადაღებული კადრები ამოაზიარა და მას მიმართა:
„ხომ იცი, ვაფასებ ყველაფერს რაც კარგი იყო.
შენ ძალიან მაგრად უნდა იყო! ყველაზე კარგი ადამიანი ხარ და მაგიტომ!
GO David!!!
ცხოვრება გრძელდება“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.
შეგახსენებთ, რას წერდა ცოტა ხნის წინ მოდელი დაშორებაზე:
„ჩემი კარე არ არის დეპრესიის ვარცხნილობა. ამ მიზეზით შარშან შევიჭრიდი, ან შარშანწინ. ახლა უბრალოდ გრძელი თმა მომბეზრდა. არც შეჭრას ვნანობ, არც - დაშორებას. კარგი მეგობრები ვართ.
ჩემი ყოფილი ქმარი დღემდე მშვენიერი მარტოხელა მამაკაცია. რაც შეეხება შეყვარებულს, ანუ დათოს, რომელიც ქმარი არ ყოფილა, ყოფილ ცოლს არ დაბრუნებია, არ ეგუება ჩვენს დაშორებას!“.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ლილიანას რეაქცია, როდესაც ოპერაციის შემდეგ საკუთარი სახე დაინახა
⭕თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს - „უსიამოვნო სუნი იგრძნეს და პოლიციაში დარეკეს“