
ტელეწამყვანი და ბიზნესლედი თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს.
ის მეუღლის წარმატების შესახებ წერს და მას საჯაროდ უხდის მადლობას.
„ჩემი საყვარელი მწერალი ჩარლზ ბუკოვსკი 50 წლის ასაკში გახდა ცნობილი. შენ მხოლოდ 35 წლის ხარ, და ეს პირველი წელი არ არის, რაც შენზე ლაპარაკობენ.
⠀⠀
25 წლის ასაკში მიხვედი Ростех -ში და გახდი კორპორაციის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ტოპ მენეჯერი.
⠀⠀
ცუდია, რომ არ შემიძლია შენგან ინტერვიუს აღება, რათა ყველას გავაგებინო, რამდენ რამეს აკეთებ ქვეყნისთვის.
ვამაყობ შენით და წელიწადში ერთხელ შემიძლია საჯაროდ გითხრა: მადლობა, რომ ჰორიზონტებს უფართოებ ყველას, ვისაც შენთან შეხება აქვს. შენ ხარ ჩემი თაობის აბსოლუტური იდეოლოგიური ლიდერი, რომელმაც შექმნა არა ერთი გუნდი და მასწავლა, თუ როგორ უნდა ვიყო გუნდური მოთამაშე - ცხოვრებაშიც, სამსახურშიც და ყველგან, სადაც ადამიანმა თავდაჯერებულად უნდა გადადგას ნაბიჯი მომავალისკენ.
დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს ძვირფას მეგობარს, ქმარს და პარტნიორს ყველაფერში, წონის კლებიდან დაწყებული მსოფლიოს დაპყრობამდე!“, - წერს თინა კანდელაკი.
აგრეთვე წაიკითხეთ: