ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ადამიანი არ უნდა განიკითხო.
როცა ადამიანი აშკარად ცუდად იქცევა, ვთქვათ, ადამიანი იპარავს, ადამიანი ცრუობს, არ უნდა თქვა, რომ ადამიანი ქურდია, ადამიანი მატყუარაა - უნდა თქვა, რომ იქურდა, ან იტყუება, მაგრამ დიაგნოზი არ უნდა დაუსვა - ესაა სწორი განუკითხველობის კონტექსტში.
არ დაუსვა დიაგნოზი, უნდა თქვა - შეეშალა ადამიანს,
ასე მოიქცა, ასეთი კი არ არის - ასე მოიქცა;
მაგრამ მედალს მეორე მხარე აქვს - არ უნდა განვიკითხოთ არავინ,
მაგრამ საკუთარ თავზე როცა ვმსჯელობთ,
და საკუთარ თავზე როცა ვფიქრობთ — საკუთარი თავი არ უნდა დავინდოთ,
და ამ შემთხვევაში წმინდა წერილი გვეუბნება — როგორც იქცევი, ეგ ხარ.
ვინც მედიდური მძვინვარებით იქცევა - ის სინამდვილეში ასეთია,
ის ამპარტავანია, მედიდური, ზნეწამხდარი...
ანუ, ჩვენი ქმედებები ლუსტრაციას ახდენს ჩვენი შინაგანი სამყაროსი და როგორც ვიქცევი - ეგ ვარ.
გახსოვთ უფლის სიტყვები?! - „ნამეტნავისაგან გულისა იტყვის პირი", თუ ჩემს სიტყვებში ჩანს უსიყვარულობა, მრისხანება, ათასგვარი ბოროტება, სიბილწე - ასეთი ვარ მე“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს კენჭები ერთი ადამიანის ნაღვლის ბუშტიდან ამოვიღეთ, არ ეთამაშოთ ჯანმრთელობას“ - ოთარ კეპულაძე