Digest Logo

„ვანდალიზმის გზა ევროპისკენ მიმავალი არ არის!“ - ნოე სულაბერიძე „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს ემიჯნება

1713335657
ნოე სულაბერიძე

პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში 16 აპრილის აქციაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ვანდალიზმის გზა ევროპისკენ მიმავალი არ არის.

იგი „იმედის“ ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს ემიჯნება.

„ვანდალიზმის გზა ევროპისკენ მიმავალი არ არის! ამ ფოტოშიც ჩანს, რომ ღირსებით ევროპისკენ იმედია!“, - წერს ნოე სულაბერიძე.

გუშინ, 16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე მონაწილე პირები, ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

ცნობისთვის, 15 აპრილიდან პარლამენტთან „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს“ აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის გაწვევა მოხდეს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „დღეს შეიჭერით თმა, რადგან ის მოგიტანთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“ - 16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

⭕„მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი, რომელიც 14 წელიწადში ერთხელ ხდება“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

⭕„მე მიკვირს იმ კაცთა საქციელი, ვინც ელისაშვილს ამართლებს... ეკლესიის თანხებზე გაკივით კონტროლი-გამჭვირვალობაო და თქვენზე რა???“ - მიტროპოლიტი ანტონი საგანგებო მიმართვას ავრცელებს