Digest Logo

ვანო ადამიანი კი არა, უფალია - ვინ არის კოვიდით გარდაცვლილი თელაველი ექიმი და რას წერენ მასზე

1608120645
გარდაცვლილი ექიმი

თელავში, კორონავირუსით ექიმი ივანე ამბარდანიშვილი გარდაიცვალა. 

„დაიჯესტის“ ინფორმაციით, ექიმს მეუღლე, შვილები და შვილიშვილები დარჩნენ.

 

80 წლამდე თერაპევტი თავდაპირველად თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. თუმცა მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თბილისის ერთ ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადიოდა.

ცნობილია, რომ ვირუსთან ერთად, ლეტალური შემთხვევის მიზეზი თანხმლები დაავადებები გახდა.

ივანე ამბარდანიშვილი სხვადასხვა დროს რამდენიმე საავადმყოფოში მუშაობდა, ბოლოს კი თელავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმატოლოგი იყო.

სოციალურ ქსელში მასზე ბევრ რამეს წერენ, დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებენ...

„არ მჯეროდა... ბუმბერაზი ექიმი, პიროვნება, მამა, მეუღლე, ადამიანი და თელაველი... უზომოდ ვწუხვარ, ვიზიარებ, და გული მტკივა... ბატონი ვანო უზომოდ თბილი და ყურადღებიანი, ბრმად ვანდობდი მას ბავშვებს, მისი სიტყვა უტყუარი იყო... როგორი მძიმეა მასზე წარსულში საუბარი... ვიზიარებ მისი არაჩვეულებრივი ოჯახის უდიდეს მწუხარებას...“- წერენ ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში.

„ვანო ადამიანი კი არა, თავად უფალია“,- წერს გარდაცვლილის ახლობელი.

„თქვენი იმედი მქონდა, ვანო პაპა... დაგვაკლდებით და დააკლდებით ყველას, ვუსამძიმრებ ოჯახს....“- წერს ერთ-ერთი პაციენტი.

გამოსამშვიდობებელ სიტყვებშიც ნათლად ჩანს, რომ ექიმს დიდ პატივს სცემდნენ. მას ლექსიც კი მიუძღვნეს სიყვარულის უკეთ გამოსახატად:

„ვანო მაგარია!

ვანო მთავარია!

ჩემი გულის, სულის

ერთადერთი წამალია..

მის ნაირი ოქროს კაცი

არ არსებობს,არავინ მყავს..........

ვანო როცა გვერდით არის

ბედნიერი,ამაყი ვარ“- წერია სოციალურ ქსელში.

🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:

წაიღეს ტვინი ამ ღარიბმა შურიანებმა - პატარაია

ლოცვა გახდა ჩემი ცხოვრების რიტუალი და უდიდესი სიამოვნების მომტანი - კოტე მათითაშვილი