
გუშინ გლდანში დატრიალებულმა საზარელმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად შანიძეების ოჯახის 5 წევრი დაიღუპა. გარდაცვლილები არიან 32 ირაკლი შანიძე, მისი მეუღლე, ასევე 32 წლის რუსუდან ზაალიშვილი და და მათი შვილები - 6 წლის მარიამ შანიძე, 5 წლის დარეჯან შანიძე და 12 წლის დავით ზაალიშვილი.
როგორც ახლობლები ამბობენ, ოჯახი სოციალური დახმარებით ირჩენდა თავს. ბინაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ისინი სულ რაღაც სამი დღის გადასულები იყვნენ.
როგორც ჩანს, ოჯახს საკმაოდ უჭირდა და არსებობისთვის ბრძოლა უწევდათ. ფეისბუკ ჯგუფებში რუსუდანის რამდენიმე პოსტს წავაწყდით, სადაც ახალგაზრდა ქალი სამსახურს სთხოვს მოქალაქეებს.
„გოგოებო, ვარ სამი შვილის დედა, ვეძებ სამსახურს, 2 საათით დალაგებაზე თუ ვინმეს უნდა. დაუთოვებაც შემიძლია. ბოდიში, ახლა ძალიან მჭირდება ადამიანების გვერდში დგომა“.
„გამარჯობა. ვარ ლაზეროთერაპევტი, ვეძებ სამსახურს. გთხოვთ, გამომეხმაურეთ“.
„მყავს 3 შვილი, მარტო ვზრდი. 11-5-3 წლისები. განვიცდი, ვნერვიულობ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ბედნიერები იყვნენ. ჩემი შვილები ქვეყანას მირჩევნია“, - წერდა სხვადასხვა ჯგუფებში რუსუდანი.
თბილისი ენერჯიმ გლდანში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა:
„მოხდა უბედური შემთხვევა! გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.
უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმლის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO (ცეო) გროვდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.
ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ფაქტი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვეცოდინება მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზები.
გთხოვთ, ნუ გარისკავთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად.
დაიცავით უსაფრთხოების წესები“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ: