Digest Logo

🎥 ვარლამ ლიპარტელიანი მეოთხე შვილის მამა გახდება - წყვილი ბიჭს ელოდება

1725961248
ვარლამ ლიპარტელიანი

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი და მისი რჩეული გიული ჭკუასელი მალე მეოთხე შვილის მშობლები გახდებიან. 

წყვილი ბიჭს ელოდება. 

კადრები, რომელიც გიულიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა, საზოგადოებას ყურადღების გარეშე არ დაუტოვებია.

„რა მაგარი ამბები გაქვს“.

„გაიხარეთ, გამრავლდით“.

„ძალიან მიხარია თქვენი სიახლე“, - წერენ სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ ქართველი ძიუდოისტი ევროპის 3-გზის ჩემპიონი (2012, 2014, 2016), 4-გზის ვერცხლისა (2009, 2010, 2013, 2015) და ბრინჯაოს (2011) პრიზიორია, ასევე მსოფლიოს ვერცხლისა (2013) და ბრინჯაოს (2014, 2015) პრიზიორია. მსოფლიო თასებზე მოპოვებული აქვს ხუთი ოქროს მედალი. მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის 2-გზის ჩემპიონი ახალგაზრდებში. 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

2024 წელს, 35 წლის ასაკში კი ოფიციალურად დაასრულა კარიერა.

„ჩემთვის პირველი დიდი გამარჯვება იყო 2017 წელს, როდესაც მივხვდი, რომ შევძელი ოჯახის და სამშობლოს გახარება. პრაღაში ახალგაზრდებში გავხდი ევროპის ჩემპიონი“, - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ვარლამი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „16 წლის ვიყავი, როცა ხელი დამეწვა, შესაბამისად ხელის ამპუტაცია დამჭირდა“ - პარალიმპიელი ანა ჯაფარიძე პირველი გამარჯვების ემოციებზე

🎥 „ეს შედეგი დგება როდესაც საკუთარ თავზე მუშაობ და საუკეთესოს ვერსიას ქმნი“ - თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალიდან მორიგ კადრებს აქვეყნებს

🎥 „არ არის რეკომენდებული მშენებლობის დაწყება, ნაღვლის ბუშტზე ოპერაციის გაკეთება და სისხლი დონაცია“ - 10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან