გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.
გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც იგი მარიხუანის შესახებ საუბრობს:
„ბოლო კვლევები გვაჩვენებს, რომ მარიხუანას მოხმარება ასოცირდება გულის არითმიებთან, როგორცაა:
- წინაგულის, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია SVT
- წინა გულების ნაადრევი შეკუმშვა
- პარკუჭების, ვენტრიკულური ტაქიკარდია VT.
ვენტრიკულური ტაქიკარდიის რისკი მატულობს მარიხუანას მოხმარების სიხშირესთან ერთად.
მარიხუანას მოწევა ზოგადად იწვევს სიმპათიური ავტონომიური ნერვული სისტემის გააქტიურებას და ამის ფონზე პულსის და არტერიული წნევის მატებას, რაც გულის კუნთის მიერ ჟანგბადის მოხმარების ზრდის. ეს კი უკვე სარისკო შეიძლება იყოს გარკვეულ პაციენტებში.
კონკრეტულად მარიხუანას სულ რომ დაანებოთ თავი, რაღაცის მოწევა უკვე ძალიან საზიანოა ზედა და ქვედა სასუნთქი გზებისთვის.
ყველაფერს აქვს თავისი რისკი და უარყოფითი მხარე.
ის გავრცელებული მოსაზრება, რომ კანაბისი (მარიხუანა, პლანი, ჰაშიში, მოსაწევი) სუსტი და უვნებელი მცენარეა, არ შეესაბამება არანაირად რეალობას.
მარიხუანას მოხმარებასა და ფსიქოზებს შორის ურთიერთობა მინიმუმ კორელაციის დონეზე დიდი ხანია დამტკიცებულია, მაგრამ ამაზე ცალკე.
თუმცა ზიანის კრიტერიუმით ალკოჰოლი ან/და თამბაქო გაცილებით მეტად ანგრევს ჯანმრთელობას!“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ: