Digest Logo

„ვერ ჭამს“ თუ „არ ჭამს“ ორივე თანაბარი სირთულის კლინიკური პრობლემაა და ამოცანის ამოხსნა ექიმის პროფესიული ვალდებულებაა“ - ნანა გეგეჭკორი

1670333572
ნანა გეგეჭკორი დამიხეილ სააკაშვილი

ამერიკაში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა იმ ექიმებს ეკისრებათ, რომლებიც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

„სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი თუ „არ ჭამს“ და გამიზნულად იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში, რასაც მძიმე კახექსიამდე მიჰყავს, ეს ისეთივე დიდი საექიმო შეცდომის შედეგია, როგორც ნებისმიერი სხვა დიაგნოზის ვერ ამოცნობა.

გამიზნული თვითდაზიანების მცდელობასაც ჯანმრთელობის კონკრეტული მდგომარეობა განაპირობებს, მისი ამოცნობა და სწორი მკურნალობაც ისეთივე საექიმო ვალდებულებაა, როგორც მაგალითად აპენდიციტის, ან ნებისმიერი სხვა დაავადების.

სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულად და უპირობოდ ეკისრება პასუხისმგებლობა მისი მართვის პროცესში ჩართულ ექიმთა ჯგუფს და კლინიკის მართვაში მინაწილე ნებისმიერ პირს. ეს აქსიომაა, რამე მაღალი ინტელექტი არ სჭირდება ამის გაგებას.

„ვერ ჭამს“ თუ „არ ჭამს“ ორივე, თანაბარი სირთულის კლინიკური პრობლემაა და ამოცანის ამოხსნა, პაციენტის საუკეთესო ინტერესებში, ექიმის პროფესიული ვალდებულებაა“, - წერს ნანა გეგჭკორი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„შენგან აფხაზეთის ომში წამალზე გაყიდული ბიჭებიც ვიგლოვეთ და ჭუბერზე დამარხული ორსული გოგონაც“ – ნუგზარ სულაშვილი გოგა ხაინდრავას

🔵„როგორ მიყვარს ტყუპები“ - ნანუკა გულუა ახალ ფოტოს აქვეყნებს

🔵„მოერიდეთ ეგოიზმის გამოვლენას, არ ღირს პარტნიორის გრძნობებით მანიპულირება და საკუთარი სურვილების თავს მოხვევა“ - მიხეილ ცაგარელი