Digest Logo

„ვერ გააღვიძებ ადამიანს, რომელიც თავს იმძინარებს“ - ალეკო შუღლაძე

1678188941
ალეკო შუღლაძე

„ვერ გააღვიძებ ადამიანს, რომელიც თავს იმძინარებს,“ - ასე ეხმიანება მწერალი ალეკო შუღლაძე იმ ადამიანების რეაქციას, რომლებიც „უცხოური გავლენის აგენტებად“ საქართველოს მოქალაქეების გამოვლენის შესახებ მიღებულ კანონპროექტში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ.

🔵„ამ კანონის მიღება ქვეყნის და ერის ღალატია“ – ნანა ჯორჯაძე

„სამშობლოს სიყვარული და მომავლის ხედვა კი არა, ერთხელ ნაცნობს უმარტივეს მათემატიკურ ამოცანას ვუხსნიდი... უმარტივესი იმიტომ იყო, რომ მხოლოდ გამოკლებას შეიცავდა. მე ვუთხარი, ამას ეს უნდა გამოაკლო და ამას მიიღებ-მეთქი. გაწითლდა დაიძაბა არ მესმის, კარგად ამიხსენიო. 10-ს უნდა გამოაკლო 7 და მიიღებ 3-ს , სულ ეს არის-მეთქი. სიგარეტი დააძრო, მოუკიდა... ვერ ვხვდები, გამიმეორეო (დედას გეფიცებით, თუ რამეს ვტყუოდე), - გავუმეორე. თავი მაგიდაზე დადო, თვალები დახუჭა... როგორც ჩანს, უცბად დაიღალა, გასავათდა... მერე ჩაილაპარაკა: მგონი, რთულად მიხსნი რაღაც, აღარ მინდა, შემეშვი რაო...  

ეს ნაცნობი ალალი ტიპი იყო, გაგება სურდა და არ ესმოდა, ხდება ხოლმე. მაგრამ...
„ვერ გააღვიძებ ადამიანს, რომელიც თავს იმძინარებს,“ - წერს ალეკო შუღლაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ამ კანონის მიღება ქვეყნის და ერის ღალატია“ – ნანა ჯორჯაძე 

🔵„ჰესი გაითიშა შატილში - მაისის ბოლომდე, სიბნელეში მოგვიწევს ყოფნა“ - მარგარეტ დაიაური დახმარებას ითხოვს

🔵„თუ ეს კანონი გავიდა და თქვენმა შვილმა უნივერსიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრების გამო მოიპოვა ERASMUS-ის გრანტი, თქვენი შვილის სახელსა და გვარს აღმოაჩენთ აგენტთა რეესტრში“ - ოთო აბესაძე