Digest Logo

„ჰესი გაითიშა შატილში - მაისის ბოლომდე, სიბნელეში მოგვიწევს ყოფნა“ - მარგარეტ დაიაური დახმარებას ითხოვს

1678174806
მარგარეტ დაიაური

ხელოვანი მარგარეტ დაიაური, რომელიც მეუღლესთან ერთად ხევსურეთში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ შატილში ჰესი დაზიანდა და მაისის ბოლომდე მისი შეკეთება შეუძლებელია. დაიაური საზოგადოებას გენერატორების შეძენისთვის ფინანსურ დახმარებას სთხოვს.

🎥 „შენებური, განსხვავებული სტილი გაქვს და ეს ძალიან კარგია“ - მარგარეტ დაიაურის ცეკვამ საზოგადოება მოხიბლა

„მეგობრებო, ჰესი გაითიშა შატილში. ისე დაზიანდა რომ არაფერი ეშველება გზის გახსნამდე და ხელოსნების გადმოსვლამდე. ამიტომ მაისის ბოლომდე, სიბნელეში მოგვიწევს ყოფნა.

სოფელში გვჭირდება 3 პატარა გენერატორი, ისეთი, რომ მხოლოდ ნათურა აანთოს და ცოტა საწვავი სჭირდებოდეს. თუ ვინმეს გაქვთ და არ იყენებთ ან რამდენიმე თვე არ დაგჭირდებათ, ძალიან დაგვეხმარებით თუ გვათხოვებთ, ვერტმფრენს გადმოვატანინებდით 1 კვირაში.

ჩასწორება: გენერატორებისთვის თანხის ჩარიცხვის მსურველებმა, დანიშნულებაში მიუთითეთ „შატილის გენერატორებისთვის”

მიმღები: ლევან ჭინჭარაული

TBC ბანკი: #GE59TB7905045063600045

საქართველოს ბანკი:

GE34BG0000000034732600“, – წერს მარგარეტ დაიაური.

პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების ნაწილმა გენერატორის შესაძენად თანხის ჩარიცხვის სურვილი გამოთქვა.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ყველაფერი რუსული მო***ან, მათ შორის კანონი“ - დათო ლიკლიკაძის პასუხი ვახო სანაიას

🔵„გამარჯობა არ უთხრათ. ვისაც გამბედაობა გეყოფათ სახეში მიახალეთ, რომ სინდისგარეცხილი, შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ადამიანები არიან“ - გორგილაძე

🔵„რამდენიმე არგუმენტს წარმოგიდგენთ, რატომ არ შეიძლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონების მიღება“ - ვახტანგ ხმალაძე