
ნინი ბრეგვაძე, იგივე Nini Iris, ქართველი მომღერალია, რომელმაც ამერიკულ „ვოისში“ მიიღო მონაწილეობა. იგი პროექტის ნახევარფინალისტიც გახდა.
პოპულარულ შოუში წარმატებული მონაწილეობის შემდეგ ნინი კარიერულად წინ მიიწევს, ჩაწერა ქართული სიმღერაც, რომლის ტექსტის ავტორი თავადაა.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს. პოსტიდან ირკვევა, რომ მომღერალმა ახალი სიმღერა გამოუშვა:
„Release Me“ უკვე გამოსულია!
ძალიან დიდი დრო გავიდა და მართლა ვერ გადმოვცემ, რამდენად მადლობელი და გახარებული ვარ. უდიდესი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ პროექტში გული და სული ჩადო — კრედიტები ქვემოთაა, თუ დრო გაქვთ აჩვენეთ სიყვარული“, - წერს ნინი ბრეგვაძე.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დახვეწილი გოგო...“ - მარიამ სანოგო ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕„ყოველი დღე ქრისტეს აღდგომის სიხარულის მსგავსია...“ - ეკო ფანგანი ბრწყინვალე შვიდეულზე