მწერალი და ესეისტი გიორგი კეკელიძე, ორი წლის წინ მარიამ სოსელიაზე დაქორწინდა. წყვილს საერთო შვილი პატარა კეკე ჰყავთ. იგი შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს და ემოციურ სტატუსს წერს:
„წუხელ მესიზმრა, რომ მამაჩემს ვეჯექი კისერზე. მივყავდი მამაჩემს უკან, ძველი სათხილისკენ და მაჩვენებდა ღრუბლებს, რომლებიც ეფარებოდნენ მთებს და ეს მთები სხვა მთებს და იმ სხვა მთებზე ამბობდა მამაჩემი რაღაც ლექსს წამღერებით: „ბახმაროს მთები დაუთოვია“.
მე ვერ ვხედავდი იმ მთებს, მაგრამ ვიცოდი, რომ იმ მთებზე ვიდექი და კისერზე კეკე მეჯდა.
ვგრძნობდით მე და მამაჩემიც, ოცდათხუთმეტი წლის წინ, მე და კეკეს, ვუყურებდით ღრუბლებს და ვმღეროდით“, - წერს გიორგი კეკელიძე ფოტოებზე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„წაშალეთ არასაჭირო კონტაქტი ან დაიწყეთ საქმე...“ - მარტივი პრაქტიკა თამუნა იოსელიანისგან
⭕ ლიზი დარასელია: ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, წელს მეორედ დავენიშნე