Digest Logo

„ვერ ვცნობ მეორე ქალბატონს ამ ტერმინატორის საშინელ სათვალეში, რა მნიშვნელობა აქვს ამ რეკლამას, თუ მისი მთავარი გმირი...“ - რამ გააღიზიანა იუნა შაფათავა?

1701101980
მანანა მენაბდე

ცოტა ხნის წინ „სარაჯიშვილმა“ კინომსახიობი და რეჟისორი კირა ანდრონიკაშვილი რეკლამაში გადაიღო. 78 წლის კირა ანდრონიკაშვილის ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა.

აღნიშნულ სარეკლამო კამპანიას, სადაც მუსიკოსი მანანა მენაბდეც მონაწილეობს მსახიობი იუნა შაფათავა აკრიტიკებს. როგორც იგი წერს, უკმაყოფილოა იდეის ავტორის ჩანაფიქრით, რადგან რეკლამაში არ არის მითითებული მონაწილე პირების ვინაობა, რაც მისი აზრით უპატივცემულობაა ამ ქალების მიმართ.

„რა სირცხვილია.

Linkdinზე შემხვდა ეს პოსტი და შემრცხვა, აქ მოვძებნე.

ხომ შეიძლება, გლობალურ სივრცეში მაინც პატივი ვცეთ წარჩინებულ, გამორჩეულ ქართველებს და სადაც ამხელა ტექსტში ძაღლი კატა პეტრე პავლე ყველა ჩამოთვლილია, ხომ შეიძლება კირა ანდრონიკაშვილის სახელი გვარი პროფესია რეგალია ახსენო, მისი ლამაზი ადგილი ქართულ საზოგადოებაში და მეორე ადგილი და ეს ბალენსიაგა არ ჩამოაკონწიალო, თუ კონტრაქტი არ გაქვს? ვერ ვცნობ მეორე ქალბატონს ამ ტერმინატორის საშინელ სათვალეში ვინ გასწავლით ან გაყიდვებს, ან მარკეტინგს, ან PRს?

კარგი, რა!

ელემენტარულია!!

ჯერ კირას ფოტოები ათრიეთ გადაღეჭ გადმოღეჭეთ არ შეგრცხვათ- ულამაზესი ქალია, 200 წლის შემდეგაც ლამაზი იქნება, ყველანაირად, ახლა ეს იდიოტობა პოსტი მთავარი გმირების სახელის მითითების გარეშე-
სარაჯიშვილი, არ ვიცოდე მაინც, დავიჯერო- პიარის შერჩევა გიჭირთ და მარტივი პოსტის სწორად შედგენა რთულია?

მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ამ რეკლამას, თუ მისი მთავარი გმირი არ სახელდება?
პატივი ეცით ქალბატონებს.

ჩემი უღრმესი პატივისცემა ნამდვილ ქართველ ლედის.

ტექსტი კიდევ თავის მოჭრა. ფემინიზმის ოქროს ხანაა გარეთ, ასაკს რატომ განიხილავთ, რა რეგრესია. მაგრამ
ეს სახელის გამოტოვების ფონზე არც არის გასაკვირი.

რა დამცირებაა, ხელოვანის და მისი ღირსების.

გაასწორეთ შეცდომები, გარეთ 21-ე საუკუნეა“,- წერს იუნა შაფათავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 რისი უფლება არ აქვთ ბანკებს და სესხის ამომღებ ორგანიზაციებს? - იურისტი თამარ კერძაია საზოგადოებას თავიანთ უფლებებზე რეკომენდაციებს აძლევს

🔵 „ადამიანები ერთმანეთის ნარჩენები ვართ, სხვა არაფერი. დავდივართ ამ ნარჩენებით სავსეები. ანუ ერთმანეთით სავსეეები...“ - ვის მიმართავს გიორგი კეკელიძე

🔵 „უკრაინა რა შუაშია, თუ არ მოეწონათ... ხომ არ გავიწყდებათ, რომ საქართველო ქვეყანაა, რომელიც არ შეუერთდა სანქციებს“ - გურამ შეროზია