Digest Logo

„უკრაინა რა შუაშია, თუ არ მოეწონათ... ხომ არ გავიწყდებათ, რომ საქართველო ქვეყანაა, რომელიც არ შეუერთდა სანქციებს“ - გურამ შეროზია

1701094486
გურამ შეროზია

უკრაინამ საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2023-ზე ქულა არ დაუწერა. ონლაინ ხმებით კი საქართველომ 53 ქულა მიიღო. მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველო, ჯამში, 74 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა. საბავშვო ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული 228 ქულით საფრანგეთის წარმომადგენელი Zoé Clauzure გახდა.

აღნიშნულ ფაქტს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა და უკრაინა მწვავედ გააკრიტიკა, კონკურსზე საქართველოსთვის ქულის არ დაწერის გამო.

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში კრიტიკოსებს პასუხობს და რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოს პოზიციაზე მიუთითებს, რაც მისი განმარტებით ლოგიკურია საქართველოს ქულა რატომაც არ მისცეს.

„ძალიან დამღალა, ამ უაზრო წივილ-კივილმა და მოდით, ძალიან მოკლედ შევაჯამოთ:
- ესენი არიან ძალიან მაგარი ბავშვები
- ხან მოვიგებთ, ხან ვერ
- ბევრჯერ მოგვიგია საბავშვო ევროვიზია, მაშინ ხომ იყვნენ ორგანიზატორები კარგები? ერთხელ ფეხი წაუცდათ და ტიტუუ!
- უკრაინა რა შუაშია, თუ არ მოეწონათ - ხათრით უნდა მოეცათ ხმა? ან ხათრითაც რომ ყოფილიყო, ხომ არ გავიწყდებათ, რომ საქართველო ქვეყანაა, რომელიც არ შეუერთდა სანქციებს, ertmorwmune dzmebs ყველაზე ფართოდ გაუღო კარები, ა.შ. - რამე ლოგიკით ვიმსახურებდით მათგან?

დამშვიდდით ჰოდა, ცხოვრება მშვენიერია, ახლა არა - სხვა დროს მოვიგებთ ისევ.
მადლობა, ნახვამდის“,- წერს შეროზია.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„საუკეთესო და ვარსკვლავური დროა. მთავარი წარმატების ფაქტორი ხდებით“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

🔵„პიკი გვექნება 13:17 სთ-ზე. ცდუნებებისა და შეცდომების ალბათობა გაიზრდება, ფული არავის ასესხოთ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

🎥 „ბავშვები ღირსეულად წარდგნენ და ქართული დროშა ღირსეულად ატარეს. სიყვარული აძლიერებთ“ - ოთო ბაზერაშვილის დედის კომენტარი