Digest Logo

„ვერასოდეს იქნები სხვის ჯიბრზე კარგად, ძალიან ცუდი დასასრული აქვს ამას“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

1783346518
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ მიმართვას აქვეყნებს:

„არ იჩქარო სიხარულში, ირგვლივ ბევრი სრიალა ქვაა.

სხვას რომ აჯობე, არ ნიშნავს თავი ქუდში გაქვს.

ვერასოდეს ვერ იქნები სხვის ჯიბრზე კარგად.

მტრის ჯინაზე რომ გინდა კარგად იყო, ძალიან ცუდი დასასრული აქვს ამას.

პირჯვარს რომ გადაიწერ, გაიხსენე რამდენს შეაგინე დედა.

პირჯვარს რომ გადაიწერ, გაიხსენე რამდენი დაწყევლე.

ხშირად გაიხსენე, ვის ატკინე გული და ვინ განიკითხე.

მტრის ჯიბრზე, რომ კარგად გინდა იყო, ცუდი დასასრული აქვს ამას.

სიყვარული არ არსებობსო, ამტკიცებდა წყვილი.

მერე ერთმანეთი შეუყვარდათ და საბოლოოდ შეიძულეს სიყვარული.

არავისი აღარ სჯერა, ეშინია კიდევ უღალატებენ.

ის კი არ იცის, ღალატი წესია დედამიწაზე.

სულ რომ მარტო დარჩე, ბოლოს საკუთარ თავს უღალატებ აუცილებლად.

ზღვა როცა ღელავს, ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს და ნაგვით ივსება.

ადამიანი როცა ბოროტია, თავის თავს ანგრევს, მომავალს ინადგურებს და ნაგვით ივსება.

მე ადამიანები აღარ მეცოდებიან, მე მათ თანაუგრძნობ.

სიმშვიდეს გისურვებთ.

ყველაფერი დროებითია. ეს ისე, მაინც შეგახსენე.

ფულით სიცოცხლე არ იყიდება.

ცხვარს ყიდულობენ ღმერთს რომ შეწირონ.

ღმერთს არ უნდა შენი ცხვარი, ღმერთს უნდა, რომ შენ მოსიყვარულე იყო, მიმტევებელი და ღვთისნიერი.

თუ მიტევებას ვერ შეძლებ, მაშინ ვერაფერს ვერ შეძლებ.

იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა.

იცხოვრე ისე, როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ.

მხოლოდ ერთი რამე გახსოვდეს, მოკვდავი ხარ და ცხოვრება ზუსტად ისე მოგექცევა, როგორც შენ მოექეცი მას.

რა ბედნიერებაა უანგაროდ რომ უყვარხარ ადამიანებს, ისე უბრალო სიყვარულით, არაფერს რომ არ მოელიან შენგან, არაფერი რომ არ უნდათ შენგან“, - წერს გია ჯაჯანიძე. 

ასევე დაგაინტერესეთ:

რატომ გვიჭირს კომპლიმენტების მიღება და რა ფსიქოლოგიური მექანიზმები იმალება ჩვენი რეაქციების მიღმა?

„მშვიდი გარეგნობის ადამიანები კარგად მალავენ ველურ ბუნებას...“ - რას წერს ფსიქოლოგი

„შესაძლოა, ბევრმა სრულიად ახალი თვალით შეხედოს ურთიერთობებს, პროფესიულ მიზნებს...“ - 6-12 ივლისის ასტროპროგნოზი