Digest Logo

„ვერასოდეს შევეგუები უთქვენობას... შეხვედრამდე ჩემო ანგელოზებო“ - რას წერს ქალი, რომელმაც ბაღდათის სტიქიისას მეუღლე და სამი შვილი დაკარგა

1709042412
გურიის სტიქია

იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში 6 დეკემბერს მეწყერი ჩამოწვა, ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, სადაც 9 ადამიანი დაიღუპა.

გარდაცვლილთა შორის ერთი ოჯახის მამა და 3 შვილი იყო,  დედა ემიგრანტი იყო და საქართველოში რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა, მაშინ როცა ეს საზარელი შემთხვევა მოხდა. 

ის სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. 

„როგორი ძნელი არა შეუძლებელია თქვენზე წარსულში ლაპარაკი.... სულ ასე გყავდა მაი ჩახუტებული ჩემი შვილები, მჯერა ახლაც ასე გყავს ჩაკრული გულში, დედასავით.... მჯერა, რომ ისევ ერთად ხართ და კარგად ხართ..... ვერასოდეს შევეგუები უთქვენობას ეს ის ტკივილია ვერაფერს რომ ვერ შეადარებ....

უზომოდ მიყვარხართ და მენატრებით.....შეხვედრამდე ჩემო ანგელოზებო......“ , - წერს მადონა რობაქიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ქუთაისში მამაკაცი, რომელსაც გულისცემა აღარ აღენიშნებოდა და პულსი არ ჰქონდა, სასწრაფოს ჯგუფმა გადაარჩინა

⭕„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო“ - როგორ ულოცავს ანუკი არეშიძე კახა კალაძეს იუბილეს

🎥 „1221 სკოლაში დირექტორის ადგილი არის ვაკანტური“ - ცვლილებები სკოლის დირექტორებისთვის, რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებმა?